Tuesday, March 16, 2010

ყაყაჩო


1. პროექტის სახელი: ყაყაჩო

2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები გაზაფხულზე სკოლის ტერიტორიაზე, წინასწარ დამუშავებულ მიწის ნაკვეთზე დათესავენ ყაყაჩოს. აკვირდებიან, თუ როგორ ამოდის მცენარე, რა გავლენას ახდენს მის ზრდა-განვითარებაზე სინათლე, ტემპერატურა, ნიადაგის შედგენილობა.

3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ირჩევენ სკოლის რომელიმე ტერიტორიას, რიმელიც ყვავილებისთვის ან ნარგავებისათვის არის გამოყოფილი, თესავენ ყაყაჩოს. კვირის განმავლობაში რამოდენიმეჯერ მოსწავლეები ზომავენ ნიადაგის ტემპერატურას, ზომავენ ამოსული მცენარის სიმაღლეს და მონაცემები შეაქვთ ბლოგში. ამ სამუშაოს პარალელურად საკლასო ოთახში ქოთანში ხდება ყაყაჩოს დათესვა, ანალოგიურად ხდება დაკვირვება და ასევე მონაცემებიც შედის ბლოგში. შემდეგ ხდება ამ მონაცემების შედარება, მოსწავლეები ადგენენ მსგავსება-განსხვავებას ორივე შემთხვევაში. მოსწავლეები იძიებენ ყაყაჩოს როლს მსოფლიო ისტორიაში. იხსენებენ ლეგენდას ყაყაჩოს შესახებ, იძიებენ საიდან მოდის ეს ლეგენდა. არკვევენ თუ რომელმა პოეტმა ან მხატვარმა გამოიყენა ყაყაჩო თავის შემოქმედებაში და რა სახით ასახა იგი. სად გვხვდება უფრო მეტად იგი, რომელ ქვეყანაშია უფრო გავრცელებული. პარალელურად მოსწავლეები სისტემატიურად უღებენ სურათებს ყაყაჩოებით გადაწითლებულ ყანას, თავიანთ მიერ დათესილ ყვავილებს, ხატავენ, შეიძლება ყაყაჩო ამოქარგონ მატერიაზე. შექმნილ ფოტოებს განათავსებენ ვებ-გალერეაში, აწყობენ გამოფენას სკოლაში. ადგენენ მცენარის განვითარების ცხრილებს და დიაგრამებს.

4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 9-10 წელი III-IV კლასი

5. ვადები/ხანგრძლივობა: აპრილი - ივნისი.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მცენარეების ზრდა-განვითარების შესახებ მონაცემებზე დიაგრამების აგება და ცხრილების შევსება. ყაყაჩოს შესახებ მხატვრების, ლიტერატურის, მუსიკის, კინოს და ა.შ. ნიმუშების მოძიება, კომპიუტერის კაბინეტში გადაღებული ფოტოების ატვირთვა ვებ-გალერეაში, ბლოგზე. შესრულებულ ნამუშევრების და ფოტოების გამოფენის მოწყობა სკოლაში.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება სპეციალური ბლოგი, სადაც მოსწავლეები გამოაქვეყნებენ თავიანთი დაკვირვების შედეგებს, შეადგენენ ცხრილებს და დიაგრამებს მცენარეების განვითარების შესახებ, აწყობენ გამოფენას სკოლაში შეგროვილი ფოტო-მასალებით. სკოლის ეზოში გაშენდება პატარა ყაყაჩოების ყვავილნარი.

8. სარგებელი სხვებისათვის: პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები მიიღებენ ბევრ ინფორმაციას ყაყაჩოს შესახებ, გაეცნობიან თუ რა გავლენას ახდენს მცენარეების ზრდა-განვითარებაზე სინათლე, ტემპერატურა, სითბო. მოსწავლეები ისწავლიან მცენარეებზე ზრუნვას, მათ მოვლას. ამ პროექტის შედეგად სკოლაში მოწყობილი ფოტო-გამოფენა ესთეტიკურ სიამოვნებას მიანიჭებს მნახველებს. გალამაზდება სკოლის ეზო, გარემო.

9. სამუშაო ენა: ქართული

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის შედეგად მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ბუნებაში, შეისწავლიან რა გავლენას ახდენს მცენარის ზრდა-განვითარებაზე სითბო, სინათლე, განათება; ლიტერატურაში, - განსაზღვრავენ, თუ რომელი მწერლის შემოქმედებაში ჰპოვა ასახვა ყაყაჩომ, რა ლეგენა არსებობს მის შესახებ, მოიპოვებენ ინფორმაციას ამ ლეგენდის წარმოშობის შესახებ; ხელოვნებაში - ყაყაჩოს ამსახველი ფოტოების, შედევრების, კინო-ფოლმების მიმოხილვით; საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში, - ინტერნეტში მოსალების მოძიებით, პეზენტაციების მომზადებით, ვებ-გალერეაში სურათების ატვირთვით და სხვა.

11. პროექტის ფასილიტატორი: ფიქრია ვასაძე

12. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: fiqriavasadze@gmail.com

13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://fiqriavasadze.blogspot.com